სოციალურ ქსელში, ინგილო ჰერელი ქართველები ერთმანეთს სამძიმარს უცხადებენ ალიაბადელი ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების გამო. რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს შეეწირა.
ის 6 თვის გაწვეული იყო ჯარში.
როგორც ინგილო ქართველები ამბობენ, ყარაბაღის შეიარაღვებული კონფლიქტიზე აზერბაიჯანულ სახელმწიფოს ბევრი ქართველი ჰერელი ახალგაზრდა ჰყავს გაწვეული ალიბეგლო მოსული ალიაბადი და კახიდან.
ადგილობრივის ინფორმაციით_ “დღეს ყარაბახის ომში პირველი ინგილო ქართველი, 19 წლის ისმაილ ირაპოვი დაიღუპა. გარდაცვლილი ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადიდან იყო…
3 ინგილო ქართველი ბიჭი კი მძიმედაა დაჭრილი…”
შეგახსენებთ მე-20 საუკუნის დასაწყსიში ისტორიული ჰერეთის ნაწილი სტალინისა და ორჯონიკიძის გადაწყვეტილებით აზერბაიჯანს გადაეცა. მრავალი წელია ჰერელ (ინგილო) ქართველებს არ აქვთ შესაძლებლობა სკოლაში ისწავლონ საქართველოს ისტორია და ქართული ლიტერატურა საფუძვლიანად. ისინი სამხედრო სავალდებულო სამსახურს აზერბაიჯანში იხდიან
თუ ჯარში მსახრებაზე უარს განაცხადებენ აზერბაიჯანული კანონმდებლობით მათ მკაცრი სანქციები აქვთ მათ შორის პატიმრობაც.