სომხეთის მოქალაქე , რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ატმის შესაძენად ჩამოვიდა , განმეორებითმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა ინფორმაციას გურჯაანის
საზოგადოებრივ ცენტრში ადასტურებენ. მას covid-19-ზე თავდაპირველად ნიმუში საზღვარზე შემოსვლის მომენტშიც აუღეს, თუმცა მაშინ ტესტმა ვირუსი არ დაადასტურა . უცხო ქვეყნის მოქალაქის ადგილსამყოფელს სპეციალისტებმა გუშინვე დროულად მიაკვლიეს. ის გადაყვანილია ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც ამ წუთებში მკურნალობის კურსს გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ეპიდემიოლიგები ახლა კონტაქტების დადგენას ცდილობენ. მათი განმარტებით, ეს არის ინპორტირებული შემთხვევა და წყაროს დადგენა ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამ თემაზე, 14:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი ნელი ხიზანიშვილი ჟურნალისტებისთვის ბრიფინგს გამართავს.