საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, შშმ პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, თელავში , სმენის და მეტყველების პრობლემის მქონე ბავშვთა მშობლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი საქართველოს სახალხო დამცველის მანდატზე, სმენის პრობლემის მქონე პირებთან დაკავშირებით იყო. მშობლემა დასვეს პრობლემური საკითხები და საინიციატივო წინადადებებითაც მიმართეს უწყების წარმომადგენლებს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა, შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ სამართლებრივ მექანიზმებზე ყურადღება გაამახვილეს და დამსწრე საზოგადოებასთან შშმ პირთა უფლებების კონვენციის მიზნებზეც ისაუბრეს.
,,კონვენცია წარმოადგენს ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებას სახელმწიფოთა შორის, რომელიც იმავდროულად განსაზღვრავს სახელმწიფოთა ვალდებულებებს.კონვენციის მიზანია ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შშმ პირთა თანაბარი უფლებების, თავისუფლებათა რეალიზების და მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ხედავს ან იცის რომ ირღვევა შშმ პირთა უფლებები და სურს დახმარება, შეუძლია მოგვმართოს ჩვენ ან დარეკოს ცხელ ხაზზე . აღნიშნულ ფაქტს გამოვიკვლევთ და რეაგირება დაუყონებლივ მოხდება”.- განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ნინო ვალიკოვმა შეხვედრაზე.