სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მერიის წარმომადგენლის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი ააფეთქეს. დაზიანებულია კედლები, ჩამტვრეულია ფანჯრები და განადგურებულია იქ არსებული ინვენტარი. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილობრივების თქმით , შენობაში დამონტაჟებული იყო ბანკომატი, რომელიც დაზიანებულია და საიდანაც სავარაუდოდ, მძარცხველებმა თანხა წაიღეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.