29 ივლისს, ქალაქ სიღნაღში, უკვე ტრადიციად ქცეული, ზაფხულის ღამის ფესტივალი გაიმართება.
მაყურებელს სიღნაღში ცნობილი მუსიკოსები – ზაზა მარჯანიშვილი, რომა რცხილაძე, “ნალი ბენდი”, “ბენდი +995” დახვდება. ფესტივალის პარალელურად, ქალაქ სიღნაღში ღვინის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამოფენა დაიწყება 18:00 საათზე, კონცერტი კი 20:00 საათზე.