ქალაქ სიღნაღში აბრამიშვილის, ბეჟანიშვილის, მოსაშვილის და მოსულიშვილის ქუჩებზე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე აბრამიშვილის და ბეჟანიშვილის ქუჩებზე მოასფალტება დასრულდა. მათივე ინფორმაციით, ასევე, ბეჟანიშვილის ქუჩის ნაწილზე ბეტონის საფარი დაიგო.
რაც შეეხება მოსაშვილის ქუჩას, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, რეაბილიტაციის პირველი ნაწილი დასრულებულია და უახლოეს დღეებში ასფალტის საფარის მეორე ფენა დაიგება. აღსანიშნავია, რომ ბეჟანიშვილის და აბრამიშვილის ქუჩების გზა წლების მანძილზე ავარიული იყო და აქ ასფალტის საფარი პირველად იგება.
ცნობისთვის, სიღნაღის გზების რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც 614 130 ლარი დაიხარჯება.