სიღნაღის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მათგანი სოფელ ბოდბის კლასტერის წარმომადგენლია.
პირველად ვირუსის არსებობა დადასტურდა სოფელ ძველ ანაგაში. დაინფიცირებულია საჯარო სკოლის პედაგოგი. ეპიდემიოლოგების მიერ მიმდინარეობს ეპიდკვლევა .
სპეციალისტების შეფასებით, ყველა დაინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობის კურსს ბინაზე აგრძელებენ.