Home რეგიონი სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლბში შეხვედრები დაიწყო

სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლბში შეხვედრები დაიწყო

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები ყარაღაჯში, ხორნაბუჯსა და საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში გაიმართა.

შეხვედრას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ლია ზურაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

სოფლის კრებებზე მოსახლეობამ სოფლის საჭიროებიდან გამომდინარე, ხმათა უმრავლესობით, მიიღო გადაწყვეტილება და შემდეგი საპროექტო წინადადებები დასახელდა:

სოფელ ყარაღაჯი – ღია ტრენაჟორების მოწყობა;

სოფელი ხორნაბუჯი – სოფლის თავში, ტყის მიმდებარედ მინი სკვერის და გადასასვლელი ბოგირის მოწყობა;

სოფელი ერისიმედი – სკვერის მოწყობა.

სოფლის კრებები 3 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა და ჯამში მუნიციპალიტეტის 20 სოფელი მოიცვა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2025 წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” პროექტებზე 340 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 600 000 ლარი. სულ სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე მუნიციპალიტეტში 940 000 ლარი დაიხარჯება.