საქართველოს გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, ახალი სისტემების პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
კომპანიის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით სოფლების წყლის სისტემის პროექტირება-მშენებლობისთვის 27 მილიონი ლარია გათვალისიწინებული.
წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 13 ივლისს დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს სოფლების ტიბაანის, ანაგას, ბოდბისხევის, ქვემო ბოდბეს, საქობოს, ვაქირის, ჯუგაანისა და ქვემო მაღაროს უწყვეტი წყლის მიწოდებით უზრუნველყოფას. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა სრულიად ახალი გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები, ასევე აშენდება ახალი რეზერვუარები და საქლორატორო. გამარჯვებული კომპანია, რომელიც მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ვალდებული იქნება სამუშაოები 26 თვეში დაასრულოს.
„პროექტის დასრულების შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა, რომლიც ათეული წლებია გრაფიკით და საუბნო ჭებით სარგებლობს, პირველად, 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, – აცხადებენ კომპანიაში.