2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.4% შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, „საქსტატის“ ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7 % შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.7% განისაზღვრა.
გთავაზობთ ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც იანვარში ყველაზე მეტად გაძვირდა:
სიმინდის ფქვილი – 83.2%
ხახვი – 74%
კარტოფილი – 54.5%
ნამცხვარი – 41.7%
საზამთრო – 38%
ვაფლი კრემით – 36.1%
მდოგვი – 35.4%
შესქელებული რძე – 29%
მწვანე ლობიო – 27%
კარამელი – 26.4%