ხანდახან ადამიანს წარმატების მისაღწევად მისთვის დაინტერესებულ სფეროში ინსპირაცია სჭირდება. ასეთი მაგალითი მსოფლიოს ბევრი აქვს, თუმცა არსებობს დეტალები, რომელიც თქვენს ფინანსურ წამოწყებაში აუცილებლად გამოგადგებათ. სწორედ ამ საიდუმლო დეტალებს გვიზიარებენ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ბიზნესმენები.
ინვესტირება შენს შესაძლებლობებში
უორენ ბაფეტმა ერთხელ თქვა, რომ საუკეთესო ინვესტიცია, რომელიც ყველას შეუძლია განახორციელოს, არის ინვესტიცია საკუთარ შესაძლებლობებში. ინვესტიცია ჩადეთ ყველაფერში, რაც დაგეხმარებათ თქვენი საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებაში, რაც საბოლოოდ სასარგებლო იქნება თქვენი ბიზნესისთვის. თქვენ ვერ მოირგებთ საოცნებო სამუშაოს, თუ არ გსურთ ინვესტიციის ჩადება საკუთარ თავში. იყავით კრეატიული და იფიქრეთ იმაზე, რაც თქვენს თავს უფრო გაყიდვადს გახდის. კვირაში მხოლოდ ხუთი საათი დაუთმეთ მას. შეიძლება ეს იყოს გაკვეთილების გავლა, სერთიფიკატის მოპოვება, სემინარებზე დასწრება ან ახალი სასარგებლო ენის შესწავლა. ყველაფერი, რაც დაგეხმარებათ გახდეთ უკეთესი, რომ უფრო ახლოს იყოთ თქვენს ოცნებებთან.
მიეცით საშუალება სხვა ადამიანებს გადაჭრან თქვენი ამოცანები
Hewlett Packard-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მეგ უიტმენმა, რომლის ამჟამინდელი ქონება 3 მილიარდ დოლარს შეადგენს, თქვა, რომ წლების განმავლობაში ის ყოველთვის ეძებს სწორ ადამიანს პრობლემის გადასაჭრელად. ის ამჟამად არის ლიდერი, რომელიც მართავს კომპანიას. მიუხედავად იმისა, რომ იცის როგორ წარმართოს საქმე, მან ასევე იცის როგორ გადაანაწილოს დავალებები.
სჯობს სხვას გადასცეთ ის საქმეები, რომლებიც არ საჭიროებს დიდ ყურადღებას.
გარისკე და დატოვე შენი კომფორტის ზონა
სტივ ჯობსმა თქვა, რომ ინოვაცია განასხვავებს ლიდერსა და მიმდევარს. კორპორატიულ რიგებში წინსვლა ან თუნდაც მრავალმილიონიანი ბიზნესის წამოწყება კომფორტის ზონაში არსებული ადამიანებისთვის შეუძლებელია. ლიდერები მუდმივად ფიქრობენ სხვადასხვა გზებზე, რათა გააუმჯობესონ სიტუაციები, არ ეშინიათ რისკების, ნორმის წინააღმდეგ წასვლისა და კომფორტის ზონის დატოვების. ეს არ იმუშავებს ყოველ ჯერზე, მაგრამ ბევრად უკეთესია წარუმატებლობა, ვიდრე საერთოდ არ სცადო.
მარცხი პროცესის ნაწილია
ოპრა უინფრიმ თქვა, რომ წარუმატებლობა არის სიდიადემდე მიმავალი კიდევ ერთი საფეხური. კვლევებმა აჩვენა, რომ მსოფლიოში სტარტაპების დაახლოებით 80-დან 90% პირველივე წამოწყებისას წარუმატებელი იყო.
მედიამაგნატმა ოპრა უინფრიმ, რომელიც 3,1 მილიარდ დოლარს ფლობს, წარმატებამდე ჯოჯოხეთური გზა და უამრავი იმედგაცრუება გაიარა. მთავარია არ გაჩერდეთ!
დეტალებისადმი ყურადღება გადამწყვეტია
ჩინელი მილიარდერის ჟოუ კუნფეის თქმით, რომლის წმინდა ქონება 5,7 მილიარდ დოლარს შეადგენს, დეტალების გასწორება და სრულყოფა კიდევ ერთი საიდუმლოა იმისა, რომ თქვენი ბიზნესი აყვავდება.
ჟოუ კუნფეი ბევრს მუშაობს და თავისი გუნდისგან საუკეთესოს გარდა არაფერს მოითხოვს.
გჯეროდეთ, რომ სამყაროს შეცვლა შეგიძლიათ
Google-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ლარი პეიჯი თვლის, რომ თუ ვინმეს სჯერა, რომ სამყაროს შეცვლა ძალუძს, მისთვის დილით ადგომა უფრო საინტერესო ხდება.
Google დღეს ცნობილია სამყაროში, რომელიც იძლევა უფრო სწრაფ და კომფორტულ წვდომას ინფორმაციაზე. დღეს ძნელი წარმოსადგენია სამყარო Google-ის გარეშე, რომელიც უზარმაზარ დახმარებას უწევს ყველას.
იყავი ჯიუტი, მაგრამ მოქნილი
Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომლის ქონება 131,9 მილიარდ დოლარს შეადგენს, თვლის, რომ შესაძლებელია ერთდროულად იყო ჯიუტი და მოქნილი. იყავით ჯიუტი თქვენი მიზნების მისაღწევად, მაგრამ იყავით უფრო მოქნილი, თუ როგორ მიდიხართ მისკენ.
იყავით მზად დღე და ღამე იმუშაოთ თქვენი მიზნისთვის
ელონ მასკი თვლის, რომ სანამ საქმეს შეუდგებით, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი იდეისთვის შეგიძლიათ 100%-ით დაიხარჯოთ. გზაზე მოგიწევთ ადაპტაცია, რადგან თქვენი გზა არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც წარმოგიდგენიათ.