Home დღის ამბები სილამაზის სალონების მომსახურება შესაძლოა გაძვირდეს

სილამაზის სალონების მომსახურება შესაძლოა გაძვირდეს

„მოსალოდნელია სალონებში ფასების ზრდა. ამის მიზეზია არა მხოლოდ ქირის გადასახადი, არამედ ახალი რეგულაციები, რამაც გამოიწვია სალონებისთვის დანახარჯების გაზრდა. აუცილებლად გაძვირდება მომსახურებაც“, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტმა, თამუნა შარაშენიძემ განაცხადა.

„სალონების მფლობელები დაბნეული არიან, ვის და ვის შორის უნდა იყოს დაცული 2-მეტრიანი დისტანცია. ძალიან ბუნდოვანია რამდენი ადამიანის ერთად ყოფნა არის შესაძლებელი ერთ სივრცეში. ზოგს 10 კვ.მ. სალონი აქვს და ზოგს კი 200-300 კვ.მ. დიდი ფართის ქირაობა გაცილებით ძვირი ღირს, დამეთანხმებით, და შესაბამისად, 3 ხელოსნით ვერ მოიტან იმდენ შემოსავალს, რომ ამხელა ქირა გადაიხადო. ეს ყველაფერი ძალიან ბევრ დაზუსტებას მოითხოვს”, – ამბობს სალონების ფედერაციის პრეზიდენტი.

რა რეგულაციები უნდა აამოქმედონ სილამაზის სალონებმა 8 ივნისიდან იმისათვის, რომ მომხმარებლების მომსახურება შეძლონ. დადგენილ რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს საქართველოს სალონების ფედერაცია აქვეყნებს.