Home დღის ამბები განათლება სექტემბრიდან დაბალ კლასებში ნიშნები უქმდება და საშინაო დავალებები მცირდება – სიახლეები სკოლებში

სექტემბრიდან დაბალ კლასებში ნიშნები უქმდება და საშინაო დავალებები მცირდება – სიახლეები სკოლებში


თელავსა და მის შემოგარენში – წყლის რეზერვუარების გამორეცხვა
593 273372


განათლების სისტემა სექტემბრიდან ბევრ სიახლეს ნერგავს. 17 სექტემბრიდან სკოლაში მისულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ელით ახალი სახელმძღვანელოები, ორი უცხო ენის შეთავაზება, V კლასის მოსწავლეებისთვის პირველ სემესტრში განმსაზღვრელი შეფასების გაუქმება და ცვლილებები გაკვეთილების ხანგრძლივობაში.
“დაწყებით საფეხურზე I-VI კლასებში სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების კუთხით განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: II კლასში 5 წუთით შემცირდა გაკვეთილების ხანგრძლივობა. პირველ კლასში ეს დრო 35 წუთია, მეორე კლასში – 40 წუთი გავხადეთ და შემდგომ უკვე 45–წუთიან საგაკვეთილო რეჟიმზე გადავლენ მოსწავლეები. იცვლება შეფასების სისტემაც. V კლასის პირველ სემესტრში მოსწავლეები არ შეფასდებიან ქულებით. ამასთან, მასწავლებლებს აღარ მოუწევთ საშინაო დავალებების შეფასება, ისინი ორიენტირებულნი იქნებიან განმავითარებელ შეფასებაზე.
[ditty_news_ticker id=”1734″]
გარდა ამისა, მთლიანად დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასებში) მასწავლებლებს აღარ მოუწევთ საშინაო დავალებების ქულებით შეფასება. შეფასებები მხოლოდ საკლასო აქტივობებში იქნება თუმცა საშინაო დავალებები ექნებათ, მაგრამ უფრო მცირე მოცულობის, რადგან მასწავლებელმა მოსწავლესთან კლასში უნდა იმუშაოს.

მეორე უცხო ენასთან დაკავშირებით არის ვალდებულება, რომ მეხუთე კლასში სკოლამ მოსწავლეს არ შესთავაზოს მხოლოდ ერთი უცხოური ენა, არამედ მისცეს საშუალება, რომ მოსწავლეებმა აირჩიონ კიდევ ერთი ევროპული უცხოური ენა, რომელსაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს, რაც აგრეთვე მნიშვნელოვანი ცვლილებაა”, – ამბობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.
წყარო „რეზონანსი“

რატომ ვირჩევთ თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს