სახლხო დამცველი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს :
რამდენიმე დღის წინ პანკისის ხეობაში პროტესტის მონაწილეებს შევხვდი, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან კონკრეტული და ლეგიტიმური შეკითხვები სახელმწიფოსთან, ითხოვდნენ დიალოგს და ემხრობოდნენ პროტესტის მხოლოდ მშვიდობიან ფორმას. ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად საპოლიციო ძალისმიერი გზა აირჩია, რაც ადგილზეც ვთქვი და მომავალიც დაადასტურებს, რომ არა პრობლემის მოგვარების, არამედ გამწვავების გზაა და რაც ასევე სისტემატიურად იწვევს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. სახელმწიფომ საზოგადოებრივ პროტესტს უნდა უპასუხოს არა პოლიციელების ხელით, არამედ მეტი დიალოგითა და უშუალო კომუნიკაციით. შესაბამისად, კვლავ გავიმეორებ, რომ:
– ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს მოსახლეობას დიალოგის და დისკუსიის ფორმატი და დრო;
– დიალოგი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ყველა შეკითხვაზე არ იქნება გაცემული კვალიფიციური, არგუმენტირებული პასუხი;
– დიალოგი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული;
– პოლიციამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების და მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაცია;
– ფართო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მნიშვნელოვანია ყველა მხარის მზაობა (სახელმწიფო, კომპანია, პროტესტის მონაწილეები) მედია დისკუსიებსა და დებატებში მონაწილეობის თაობაზე;
-და განსაკუთრებით უნდა შეწყდეს ადგილობრივ მოსახლეობის მიმართ დევნა შევიწროვება და მუქრა, ამ დროისათვის ჩემთვის რამდენიმე პირია იდენთიფიცირებული ვინც განიცდის დევნას და მუქარას, არ მოვერიდები და დავსახელებ მათ : რამაზ მარგოშვილი და ისლამ გორგიშვილი. მიუხედავად იმის რომ ეს ადამიანები არ გამოდიან კონტაქტზე ომბუცმენის აპარატთა რომ თქვან რა ხდება მათ თავს ჩვენ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია რიტაც დგინდება რომ მათ უცხო ადამინები ემუქრებვიან.