სახალხო დამცველი თელავში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს : „საქართველოში ადამინის უფლება კანონით დაცულია რაც ნიშნავს იმას რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება შეკრების მშვიდობიანი პროტესტის და გამოხატვის თავისუფლების. ბოლო დღეებში თელავში მოსახლეობის პროტესტს ვთვლი კანონიერად, და მიმაჩნია რომ მათ აქვთ უფლება გამოხატონ თავისი პოზიცია და პროტესტი მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით. მათზე პოლიციური ზეწოლა ნიშნავს რომ ილახება გამოხატვის თავისუფლეა. ამიტომ მოუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონით გათვალისწინებული მათი ვალდებულებებიდან გამომდინარე. ასევე მოუწოდებ ხელს ნუ უშლიან ჟურნალისტებს მუშაობის პროცესში, დაუბრუნდეს მედიას მათთვის ჩამორთმეული ვიდეო ტექნიკა და მიეცეთ შესაძლებლობა მუშაობის გაგრძელების. “
შეგახსენეთ რომ რამდენიმე საათის წინ მიმდინარე აქციის გაშუქების დროს მთავარი ამბები კახეთის გადამღებ ჯგუფს პოლიციის თანამშრომლებმა დაუმტვრიეს და ჩამოართვეს ტექნიკა.
საპროტექსტო აქცია დილიდან მიმდინარეობს თელავის გამგეობის წინ, სადაც მოსახლეობა გაყიდული მიწების დაბრუნებას ითხოვენ. აქციის ორგნიზატორი ერთიანი ნაცინალური მოძრაობის თელავის ორგანიზიაციაა, აქციაზე თელავის სხვა და სხვა სოფლის მაცხოვრებელთა მობილიზება ხდება.