სატყეო სექტორის რეფორმის ხელშეწყობის პროექტის – ECO.Georgia-ს ფარგლებში, ორგანიზაცია CENN ახორციელებს პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიზანია ტყის მართვის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში ადგილობრივი მოსახლეობისა და მუნიციპალური ხელისუფლების ჩართულობის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი მონაწილეობრივი მოდელის ტესტირება და საპილოტე პროექტების მხარდაჭერა ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით.
პროექტი ECO.Georgia დაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, გერმანიისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით.
პროექტის მიზანია ტყის დეგრადაციით გამოწვეული ემისიების შემცირება ტყეების მდგრადი მართვის გზით, ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული საწვავის ხელშეწყობა საწვავი ხე-ტყის მოხმარების შესამცირებლად და ადგილობრივი შემოსავლის წყაროების გასაზრდელად.
შეხვედრას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები, სპეციალისტები და კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
პროექტი ხორციელდება 3 სამიზნე რეგიონში და მოიცავს 8 მუნიციპალიტეტს, მათ შორის, ყვარლის, თელავის, ახმეტისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებს.