ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მეორე სემესტრი 15 იანვარს უნდა დაიწყოს. ამ ეტაპზე პედაგოგები აქტიურად არჩევენ აქტივობებს, რომლებსაც ზამთრის არდადეგების შემდეგ, პირველი გაკვეთილები უნდა დაეთმოს.
დაწყებითი კლასების მასწავლებელი, თათია ჯინჭარაძე დღეს, 8 იანვარს, EDU.ARIS.GE-ს უზიარებს აქტივობას, რომელიც მან მოსწავლეებისთვის შეარჩია.
ამობეჭდეთ: საშობაო წერილი
„გიზიარებთ აქტივობას. ალბათ, ჩვენს მოსწავლეებს 2024 წლის განმავლობაში ბევრი ემოცია დაუგროვდათ: წყენა, სიხარული, სევდა, ბედნიერება. ამიტომ გადავწყვიტე, ეს წერილები ბავშვებს დავურიგო და ვთხოვო წერილი მისწერონ იმ კლასელს, რომელსაც ამ წელს რაიმე აწყენინა, ან იქნებ მადლობის თქმა სურს, ან კიდევ უბრალოდ, სიყვარულის გაზიარება“, – ამბობს თათია მასწავლებელი.