ბევრმა იცის ამ ტკაცუნის ხმა. ის ვინც თითებს ატკაცუნებს, ამტკიცებს, რომ ეს ძალიან სასიამოვნოა,
მოაქვს შვების განცდა და ნერვული დაძაბულობის მოხსნა. თუმცა, იგი ჩვეულებრივ ძალიან აღიზიანებს სხვებს.
- რატომ აკეთებენ ამას
შეიძლება არსებობდეს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ადამიანები ატკაცუნებენ თითებს (და კვლევის მიხედვით, ის უყვარს მსოფლიოს მოსახლეობის 54%-ს), შეიძლება რამდენიმე იყოს.
პირველ რიგში, მათ შეუძლიათ ისიამოვნონ ხმით, რომელიც მოდის სახსრების გაჭიმვისგან და/ან ფიზიკური შეგრძნებით, რომელიც მოჰყვება მას.
მეორეც, როცა ვნერვიულობთ, ინსტიქტურად გვსურს რაღაცის გაკეთება ხელით, რადგან ეს შვებას გვაძლევს – ამიტომ ნერვული დაძაბულობის დროს თმას თითით ვიხვევთ, ტანსაცმლის ღილაკს ვიხსნით, ვატრიალებთ ფანქარს ხელში და ა.შ. თითების ტკაცუნი ასევე ეხმარება სტრესისა და ნერვული დაძაბულობის მოხსნაში.
დაბოლოს, ეს მხოლოდ ჩვევაა.
თუ რომელიმე ჩამოთვლილი მიზეზის გამო დაიწყეთ თითების ტკაცუნი, დიდი ალბათობით დაუფიქრებლად გააგრძელებთ ამის გაკეთებას.
- საიდან მოდის ხმა?
არსებობს ორი ძირითადი ვერსია. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამბობს, რომ თითების ფალანგების გაჭიმვისას სახსრებში იქმნება უარყოფითი წნევა, რის გამოც სახსრის საპოხი სინოვიალურ სითხეში აზოტით სავსე ბუშტები ხმაურიანად სკდება. ამიტომაც ზედიზედ ორჯერ თითების დატკაცუნებას ვერ შეიძლებთ – ბუშტებს წარმოსაქმნელად დრო სჭირდება.
მეორე ვერსიის მიხედვით, ტკაცუნი დაკავშირებულია სახსრების შიგნით მყესების გაჭიმვასა და მკვეთრ შეკუმშვასთან.
- საზიანოა თუ არა თითების ტკაცუნი?
მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ბევრი კვლევა არ არის ჩატარებული, მათი შედეგებით თითების ტკაცუნი არ არის დამაზიანებელი. მაგალითად, 2011 წელს გამოქვეყნებულმა მიმოხილვამ, The Journal of the American Board of Family Medicine-ში, არ აღმოაჩინა მტკიცებულება იმისა, რომ თითების ტკაცუნი იწვევს ართრიტს.
ამერიკელმა ექიმმა, დონალდ უნგერმა, საკუთარ თავზე ექსპერიმენტიც კი ჩაატარა, რომლის შედეგებიც მან აღწერა ჟურნალში Arthritis & Rheumatology. 50 წლის განმავლობაში ის დღეში ორჯერ ან მეტჯერ ატკაცუნებდა თითებს მარცხენა ხელზე, მაგრამ არასდროს აკეთებდა ამას მარჯვენა ხელზე. ექსპერიმენტის ბოლოს ჩატარებულმა რენტგენოლოგიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ორივე ხელის სახსრები არაფრით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მარცხენა ხელზე არ იყო ართრიტის ნიშნები, ისევე როგორც, მარჯვენაში.
ასევე არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ თითის ტკაცუნი გამოიწვევს ამოვარდნილობას, დაჭიმვას ან სახსრების სხვა უარყოფით შედეგებს.
თუმცა, სახსრის ქვეამოვარდნილობის ან მყესის დაზიანების რისკის აღმოსაფხვრელად, უმჯობესია, თითები ძალიან ხშირად არ ვატკაცუნოთ და ძლიერად არ გავჭიმოთ ფალანგები, გვაფრთხილებენ ექსპერტები. მართალია, ასეთი შემთხვევები იშვიათია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თითების ტკაცუნისას ტკივილს გრძნობთ, სახსარი შეშუპებულია ან ფორმა შეიცვალა, მაშინ აშკარად რაღაც არასწორედ მოხდა და სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.