Home დღის ამბები ეკონომიკა საქმიანობის 5 დარგი, სადაც ყველაზე დაბალი ხელფასია საქართველოში

საქმიანობის 5 დარგი, სადაც ყველაზე დაბალი ხელფასია საქართველოში

2022 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით (226.5 ლარით) გაიზარდა და 1 595 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის მე-3 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 265.6 ლარით, ხოლო კაცების – 1 904.8 ლარით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებითვე, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით დაბალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

განათლება – 920.4 ლარი;

წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 978.6 ლარი;

ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 1 138.7 ლარი;

სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 1 146.3 ლარი;

განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 1 229.5 ლარი.