3 აგვისტოს, გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე მრავალშვილიანი ოჯახის თანადგომისთვის საქველმოქმედო აქცია იგეგმება.
მოიტანე წიგნი, ტკბილეული, სათამაშოები თუ ტანსაცმელი.
გაიღე სიკეთე!
კამპანია ხორციელდება ნატოსა და ევროკავშირის ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელ, ბექა ექსეულიძესთან თანამშრომლობით.