Home დღის ამბები საქართველო საზღვრებს პირველ რიგში ისრაელთან გახსნის

საქართველო საზღვრებს პირველ რიგში ისრაელთან გახსნის

ისრაელთან გვექნება მწვანე კოროდორი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ სულ მალე მივიღოთ ტურისტები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, არაერთი უწყება აქტიურად მუშაობს, რომ ტურიზმის მიმართულებით წარმატებები გვქონდეს.

„ტურიზმის მიმართულებით რამდენიმე ქვეყანასთან ძალიან წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს და დარწმუნებული ვართ, მალე დადებითი შედეგებით დასრულდება. პირველი ასეთი ქვეყანა როგორც ჩანს იქნება ისრაელი, რომელთანაც გვექნება უსაფრთხო, მწვანე კოროდორი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სულ მალე მივიღოთ ტურისტები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, მეზობლებთან და ყველა აღნიშნული მოლაპარაკება უახლოეს მომავალში ლოგიკურ დასასრულამდე იქნება მიყვანილი.
პრემიერის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, უსაფრთხოების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის მოქალაქეების მხრიდან.