Home დღის ამბები საქართველო, ისტორია, ბუნება, გეოგრაფია, სამზარეულო, ღვინო, ამას ყველაფერს უნდა დავუმატოთ, რომ ჩვენ,...

საქართველო, ისტორია, ბუნება, გეოგრაფია, სამზარეულო, ღვინო, ამას ყველაფერს უნდა დავუმატოთ, რომ ჩვენ, სხვებთან შედარებით, ეფექტურად ვმართავთ ინფექციას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს კრიზისი საქართველომ უნდა გამოიყენოს, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით გამარჯვების და წარმატების შესაძლებლობა ქვეყნისთვის.

„უნდა გვახსოვდეს ვირუსი და აქეთ ბევრი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ დავიზღვიოთ, პირველ რიგში, ჩვენი თავი, თანამოქალაქეები, ჩვენი ხანდაზმულები და, რა თქმა უნდა, სტუმრები. არ არის ეს ხმამაღალი სიტყვები. საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი, ყველას ერთად ძალისხმევის შედეგად, ტურისტულად მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდა მსოფლიოში. ყველამ იცის უკვე საქართველო, როგორც ტურისტულად მნიშვნელოვანი ქვეყანა. საქართველოს მიმართულებით უკვე დიდი ნაკადებია ტურისტული. ეს ყველაფერი, რაც აქამდე გვქონდა, რაზეც ავაგეთ ჩვენი რეკლამა, რითაც გავაცანით მსოფლიოს საქართველო, ისტორია, ბუნება, გეოგრაფია, სამზარეულო, ღვინო, ამას ყველაფერს უნდა დავუმატოთ, რომ ჩვენ, სხვებთან შედარებით, ეფექტურად ვმართავთ ინფექციას. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ბრენდი საქართველოსი, ტურისტული ქვეყნის, უნდა გაძლიერდეს იმით, რომ ეს ხალხი კოვიდსაც არ შეუშინდა, იმასაც ეფექტურად მართავენ და კოვიდისგან სუფთა ქვეყანაა. ეს შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, ერთად. კონკრეტულად თქვენ რაც გეხებათ არის შემოწმებები, რომ სასტუმროები მაქსიმალურად გაიხსნას. ეს ჯაჭვი ერთმანეთს უკავშირდება – გახსნილი სასტუმრო თუ არის და თუ აკმაყოფილებს ნორმებს, მეტი ტურისტი მოდის, რესტორნებს მეტი სამუშაო აქვთ, სოფლის მეურნეობაში გლეხს მეტი სამუშაო აქვს იმიტომ, რომ მეტი კიტრი და პომიდორი და ყველაფერი იყიდება. ტურიზმი, შიდა იქნება თუ უცხოური, აგენერირებს მოთხოვნას. ამ მოთხოვნას მერე ყველა ერთად ვაკმაყოფილებთ, გლეხიდან დაწყებული, სასტუმროებით და მფლობელებით დამთავრებული. ამიტომ ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.