Home დღის ამბები საზოგადოება “საქართველოში 2-3 კვირაში კოვიდის ახალი ქვეშტამი გახდება დომინანტური… “კრაკენი” ხასიათდება სწრაფი გავრცელებით”

“საქართველოში 2-3 კვირაში კოვიდის ახალი ქვეშტამი გახდება დომინანტური… “კრაკენი” ხასიათდება სწრაფი გავრცელებით”

“სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ 2-3 კვი­რა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ქვეშ­ტა­მი “კრა­კე­ნი“ დო­მი­ნან­ტი გახ­დე­ბა” – ამის შე­სა­ხებ ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლოგ­მა, ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ხელ­მწი­ფომ ბევ­რი უნდა იმუ­შა­ოს, რომ ბი­ვა­ლენ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნა ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს, რად­გან მას დაც­ვის მეტი ძალა აქვს, ვიდ­რე ძველ, სტან­დარ­ტულ ვაქ­ცი­ნას.

“დღეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია “ომიკ­რო­ნის” “ბი5” ვა­რი­ან­ტი, მაგ­რამ რა თქმა უნდა, იან­ვრის თვე­ში სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტე­ბი მო­დის. რა­ტომ აქვს ამას ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა? ის ვა­რი­ან­ტი, რო­მელ­საც “კრა­კე­ნის” სა­ხე­ლით ვიც­ნობთ ჩვენ, ეს არის BXX15 ვა­რი­ან­ტი, ყვე­ლა სხვა “ომიკ­რო­ნის” შტა­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა ყვე­ლა­ზე უფრო სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ 2-3 კვი­რა­ში “კრა­კე­ნი” დო­მი­ნან­ტუ­რი ვა­რი­ან­ტი გახ­დე­ბა. ამა­ზე მი­უ­თი­თებს მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის ტენ­დენ­ცია.

რო­გორც უკვე ვთქვი, ის გავ­რცე­ლე­ბის მა­ღა­ლი მას­შტა­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის რი­ცხვი გაზ­რდი­ლი არ აქვს, მაგ­რამ ვაქ­ცი­ნე­ბის მი­მართ ეფექ­ტუ­რო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია. ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნი­უ­ან­სი, რა­ზეც მინ­და ვი­სა­უბ­რო, არის ის, რომ სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნას 2023 წლის იან­ვარ­შიც კი არ აქვს ბი­ვა­ლენ­ტუ­რი ახა­ლი ომიკ­რონ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის არც ერთი დოზა. ახლა მეტი აქ­ცენ­ტი უნდა გვქონ­დეს და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კა­ზე, მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, რათა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია შე­ვამ­ცი­როთ.

რო­გორც ვი­ცით, ყო­ველ­დღე 500-მდე ახა­ლი შემ­თხვე­ვაა და აქე­დან 300 ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი. 300 თით­ქოს არ არის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ციფ­რი, მაგ­რამ ჩვე­ნი სა­წოლ­ფონ­დის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით 300 ჰოს­პი­ტალ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი ცოტა ციფ­რი არ არის. ამი­ტომ დრო­უ­ლად უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი ოჯა­ხის ექი­მი, და­ა­ვა­დე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს მალე და და­ი­წყოს მკურ­ნა­ლო­ბა… მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ა­ვა­დე­ბა და­სუს­ტე­ბუ­ლია, გლო­ბა­ლუ­რი საფრ­თხე ჯერ მოხ­სნი­ლი არ არის და ჯან­მო არ ჩქა­რობს, რომ პან­დე­მია დას­რუ­ლე­ბად გა­მო­ა­ცხა­დოს” – გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.