საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 211-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ცნობისთვის, კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353 პირი.
211 ადამიანიდან 50 გამოჯანმრთელებულია, ხოლო გარდაცვლილია 3 ადამიანი.