Home რეგიონი სიღნაღი საქართველოს ჩემპიონატი წოლჭიმში

საქართველოს ჩემპიონატი წოლჭიმში

საქართველოს ჩემპიონატი წოლჭიმში

ათლეტიზმის ფედერაციის ორგანიზებით, 2025 წლის 7 მარტს, ქალაქ მცხეთაში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი წოლჭიმში, რომელიც ყველა ასაკობრივ კატეგორიას მოიცავდა (ქალები და მამაკაცები, რვა წონით კატეგორიაში IPF-ის საერთაშორისო წესებით).

ჩემპიონატი მიმდინარეობდა ეკიპირების გარეშე.

შეჯიბრში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის 7 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან ყველამ მოიპოვა საპრიზო ადგილია. 3 მონაწილე ჩემპიონი გახდა, 4-მა კი მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს.

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ცოტნე ბეჟაშვილი – ღია ასაკობრივი კატეგორია, (74 კგ – შედეგი 195 კგ) გახდა საქართველოს ჩემპიონი;

ჯიმი ნანდოშვილი – 93 კგ კატეგორია, ოქროს მედალი (190 კგ);

გენადი ოტიაშვილი – 82 კგ კატეგორია, ოქროს მედალი (200 კგ) გახდა საქართველოს ჩემპიონი;

გიორგი ბეჟაშვილი – ღია ასაკობრივი კატეგორია, ვერცხლის მედალი (74 კგ – 180 კგ);

23 წლამდე ასაკში გივი ღელაღუტაშვილი – ვერცხლის მედალი (74 კგ – 150 კგ);

გიორგი ღვედაშვილი – ჭაბუკებში ვერცხლის მედალი (83 კგ – 125 კგ);

კახა ბიჭიაშვილი – ახალგაზრდებში ბრინჯაოს მედალი (66 კგ – 115 კგ).

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის სპორტსმენებს და მათ მწვრთნელს შოთა ბეჟაშვილს მიღწეულ წარმატებას!