Home დღის ამბები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის გამო, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 16 მარტიდან მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. დროებით შეჩერებულია მოქალაქეთა მიღება ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში. დაინტერესებულ პირებს განცხადებებისა და საჩივრების გადმოგზავნა შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზიც.

საჭიროებისას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

ცხელი ხაზი – 14 81

ელექტორნული ფოსტა: info@ombudsman.ge

ტელ:591-88-35-38
571-71-71-78