საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა, კახეთის რეგიონში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა.
მინისტრმა კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მიხედვით, ხელმძღვანელი პირებისგან განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები და არსებული გამოწვევები.
შეხვედრას რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და შესაბამისი ზედამხედველობის კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.