Home დღის ამბები საზოგადოება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ სჯერა, რომ დათმობების გზით რუსეთთან ომის არიდება შესაძლებელია...

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ სჯერა, რომ დათმობების გზით რუსეთთან ომის არიდება შესაძლებელია – CRRC

შეეძლო თუ არა უკრაინას და ამჟამად, შეუძლია თუ არა საქართველოს, რომ რუსეთთან დათმობებზე წასვლით, ომი თავიდან აირიდოს? – ეს კითხვა კვლევითმა ცენტრმა CRRC-მ საქართველოს მოსახლეობას დაუსვა.

გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი (46%) მიიჩნევს, რომ რუსეთის მიმართ დათმობები უკრაინას ომის თავიდან აცილებაში არ დაეხმარებოდა, ანალოგიური მოსაზრება საქართველსოთან მიმართებაში კი მხოლოდ 22%-ს აქვს.

გამოკითხულთა მესამდეზე მეტი კი ამბობს, რომ, ზოგადად, დათმობების მეშვეობით ომის თავიდან აცილება უკრაინაშიც შეიძლებოდა და საქართველოშიც დათმობაზე წასვლას რუსეთთან პოტენციური ომის არიდება შეუძლია.

რესპონდენტთა დაახლოებით მეოთხედი ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საფრთხე საერთოს არ არსებობს.

დანარჩენი ნაწილი კი პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.

ცნობისთვის, მოსახლეობის რაოდენობრივი სატელეფონო გამოკითხვა 2022 წლის 29 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ჩატარდა. ჯამში გამოიკითხა 1,523 ზრდასრული (18 წლის და უფროსი) საქართველოს მოქალაქე.