Home რეგიონი თელავი სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში, თელავში მინი ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა

სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში, თელავში მინი ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024“-ის ფარგლებში გაიმართა მუნიციპალური თამაშები მინი ფეხბურთში, ვაჟთა კატეგორიაში.

აქტივობა სოფელ ვარდისუბნის სტადიონზე ჩატარდა. ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I ადგილი – თელავის №1 საჯარო სკოლა

II ადგილი- სოფელ წინანდლის საჯარო სკოლა

პირველ ადგილზე გასული გუნდი კახეთის რეგიონულ ეტაპზე გააგრძელებენ ასპარეზობას.