გურჯაანის სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარი , მამა ვაჟას განცხადებით, ისინი ემორჩიელბიან სახელმწიფო უწყებებსა და საპატრიარქოს მიღწეულ შეთანხმებას და მრევლს ტაძარში მოსვლისკენ კომენდანტის საათის დაწყებამდე თხოვენ.
“ჩვენ მოვისმინეთ საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება. ჩვენთან ღამის თევა და ლიტურგია ჩატარდება . რა თქმა უნდა, მრევლს მოვუწოდებთ, დაიცვან კომენდატის საათი და არ იმოძრაონ. ჩვენ, მრევლი ეკლესიაში მოვა საღამოს 21:00 საათამდე , ვინც მაზიარებელია და რასაკვირველი, დილის 06:00 საათამდერ არ დავტოვებთ ტაძრის ტერიტორიტორიას. არ გავლათ ,რადგან არ დავარღვითო ის წესი და კანონი , რაც მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. დილით არ იქნება მსახურება, ტაძარი ჩვეულებრივ იქნება ღია და მომლოცველს მოსვლის შესაძლებლობა ექნება. 23:00 საათზე შესრულდება ლიტანიობა. ჩვენ აქამდეც მაქსიმალურად ვიცავთ დისტანციას და ამას აუცილებლად გავაკონტროლებთ იმიტომ, რომ ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ყველაფერს როგორც ეკლესიის სახელს, ასევე ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. ეკლესია ყოველთვის ზრუნავს მოქალაქის, ადამიანის როგორც სულიერ სიცოცხლეზე და ცხოვრებაზე, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე,”- ამბობს გურჯაანის სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარი.
სასულიერო პირი მოქალაქეებს ურჩევს საგანგებო მდგომარეობით დაწესებული წესები დაიცვან და არ გავიდნენ საფლავზე მით უფრო, რომ აღდგომის მოერე დღეს საფლავზე გასვლა საეკლესიო წესი არ არის.
“სასაფლაოზე გასვლა ეს არ არის საეკლესიო წესი, ეს არის უფრო ერის ტრადიცია. ჩვენ მოვისმინეთ , რომ სასაფლაოები იკეტება და დიდი არაფერი მოხდება, რომ აღდგომის მეორე დღეს სასაფლაოზე არ გავიდეს . ეს განსაცდელი ღვთის მადლისთ ჩაივლის და მერეც შეიძლება გავიდეთ და საფლავიც ვაკურთოთ. საფლავების კურთხევაზე ჩვენ არ წავალთ,”- გურჯაანისა და ველისციხის ეპაქრიის მოძღვარმა.