ბევრს სჩვევია ხალხური მეთოდებით – მათ შორის აქტივირებული ნახშირით – ნაბახუსევის სინდრომის მკურნალობა.
აქტივირებული ნახშირის და სხვა ენტეროსორბენტების მიღება არ დაგვეხმარება ნაბახუსევის თავიდან აცილებაში. ენტეროსორბენტები აგროვებენ ტოქსინებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მთელ შიგთავსიდან, ეთანოლის მოლეკულები კი ძალიან მცირეა და ძალიან სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კედელში.
ნაბახუსევზე უფრო რეკომენდებულია ფერმენტული პრეპარატების მიღება, რომლებიც აუმჯობესებენ საჭმლის მონელების ხარისხს, მაგრამ არ იწვევს პანკრეასის ფუნქციის დაქვეითებას.