Home დღის ამბები სამღვდელო გადასახადი 130 წლის წინ ქიზიყში

სამღვდელო გადასახადი 130 წლის წინ ქიზიყში

გაზეთი დროება 1876 წელი მარიამობისთვე 11

დროების კორესპონდენცია ქიზიყიდამ  

სიღნაღი, 5 აგვისტოს, უფალო რედაქტორო, გთხოვთ ადგილი მისცეთ თქვენს გაზეთში ამ მცირე შენიშვნას, რომელიც ეგონებ, ყურადღების ღირსი უნდა იყოს.
სიღნაღის უეზდში, სოფ-ლს ოზანში, იყო საყდრის დღესასწაული-უსანეთობა. მაისის 25-ს.
წინა დღეს მოიყვანა ერთმა კაცმა სოფელში ერთი კამბეჩი და დაკლა. როგორც მოგეხსენებათ სოფლის დღესასწაულის ამბავი,შამოეხვივნენ სოფლელები და კამბეჩის ხორცი სულ წაიღ-წამოიღეს. ხორცის ფასი გახლდათ სიმინდი, პური, ღვინო, და ნამეტანი ნისია.

რატომ ვირჩევთ თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს




ეს ძალიან კარგი, მაგრამ, საუბედუროთ, ბოლოს ისე მოხდა, რომ კამბეჩი არც პატრონმა დაკლა და არც მყიდავმა სჭამა. აი როგორ :ამ კამბეჩის დამკვლელს ცოლი მოჰკვდომია და საღვდელო გადასახადი არაფერი არ ჰქონოდა, რომ დიაკონისათვის მიეცა, რადგან რიგი დიაკონისა ყოფილა.

თელავსა და მის შემოგარენში- წყლის რეზერვუარების გამორეცხვა
593 273372

ამ დროს ეს დიაკვანი შაუჩნდება გლეხს და დაარიგებს, რომ წადი, მოიპარე რამეო, ხარი, ძროხა, რამე იქნებაო, შენც ხომ მშიერი ხარ, ხორცი გაყიდეო, და ტყავს მე წავიღებ, სამღვდელო გადასახადშიო. ჩვენი ბიჭები შინ ფეხშიშველები არიან, ამისატვის ტყავი ძალიან მჭირდებაო. თუ ვინ იცოდებაა ამოჩნდება რამე ნაქურდალი, შენ ნურაფრისა გეშინიანო, ყველა პასუხს მე მივსცემო…
ამ იმედებით თურმე გაბედა საყალმა გლეხმა : წავიდა , მოიპარა კამბეჩი, მოიყვანა და დაჰკლა. ხორცი რომ გაიყიდა, მოვიდა დიაკვანი, მოსთხოვა ტყავი; გლეხმაც აიღო და მისცა; დიაკვანმა გადააბრუნ-გადმოაბრუნა და სტქვა: „ ეს ჩვენი კამეჩის ტყავიაო!“
იმწამსვე მისწერა წერილი ტავის მამას სოფელ ფანიანში, სადაც ი არის სოფლის მამასახლისად. ეს რომ შაიტყო მამასახლისმა, იმ წამსვე ს. ოზანში გამოიქცა. დაიჭირეს ქურდი, ბეგიევმა (მამასახლისმა) სტაცა შიგ ყელში ხელი, მის შვილმა დაიკვანმა სტკიცა სილები იქით და აქეთ.
ეს რომ შეიტყვეს ოზანის სუდია-მამასახლისებმა, რასაკვირველია, საეხმარნენ კამეჩის პატრონს. ამათის შემწეობით, გამორეკეს მთელი სოფლის მცხოვრებნი და ვისაც ხორცი ეყიდნა, ყველას მოატანინეს და ერთ ადგილას დაჰყარეს და ხორცის წამღებთაც საკმაოდ ურტყეს ჯოხით;
მერე ამოარჩიეს ათიოდე კაცი, ხელები უკან შაუკრეს და გადარეკეს სოფელ ჯუგაანში, სადაც საპყრობილეა. მემრე ხორცის მსყიდვეები გამოუშვეს და თითო კაცს თითო მანათი გადაახდევინეს.
ეს მოხდა დღესასწაულ დღეს; თუმცა ხალხი ბევრი იყო მოსული დღესასწაულზედ, მაგრამ ვერავინ შეატყო, ქურდი ვინ იყო და წვალებაში ვინა. საწყალი სტუმრები პირდარებულნი შასცქეროდნენ თავიანთ მასპინძლებს და ქალები კი ხელებს ტავში იცემდნენ.
ბოლოს გამოიყვანეს ქურდი, რომელსაც კამბეჩი უნდა აზღვევინონ. კამბეჩი დააფასეს თორმეტი თუმანი;ტყავიც მამასახლისმა წაიღო, ბეგიევმა, რომელსაც ზემოხსენებულ ბიჭების ქალამნად სჭირდებოდა. გლეხს სახლში არაა ებადა რა კამბეჩის საზღვავი და ამის გამო ხელი მოაწერინეს, რომ მისცემს დიაკვნის მამას, მამასახლისს, ბეგიევს, თორმეტი თუმნის მაგიერ ვენახსა და მამულს.
ამნაირად მამასახლისმა თავისი შვილის შემწეობით, ეს კამეჩი თოთხმეტ თუმნად გაისაღა: თორმეტი თუმანი დამკვლელისაგან და ორი თუმანი მცხოვრებლებისაგან, ვინც რომ ხორცი იყიდა, რომელთაც ეს ხორცი გადაუყარეს.

 

ავტორი : სპ. ქართველი