,,სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენლებმა თელავის ოფისში ბრიფინგი გამართეს და სახელმწიფო აუდიტის მიერ 7 თებერვალს გამოქვეყნებული დასკვნის საფუძველზე პროკურატურისგან შესაბამისი რეაგირება მოითხოვეს.
საქმე ეხება, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ 2017-1018 წლების ხარჯვითი ნაწილის ანგარიშს, რაც ჯამში 20 მილიონ ლარს შეადგენს.
სახელმწიფო აუდიტის 52- გვერდიანი დასკვნის მიხედვით, 11 რეკომენდაცია იკვეთება, რაც წყალმომარაგებას, ელექტრონული ტენდერების გამჭვირვალობას, სოფელ ბოდბის საბავშვო ბაღის მშენებლობასა და სხვა საკითხებს ეხება.
ბრიფინგზე ითქვა, რომ , დასკვნა კორუფციის ნიშნებს შეიცავს, ამიტომ სამოქალაქო მოძრაობა სესაბამის უწყებებს სწრაფი სამართლებრივი რეაგირების მოხდენისკენ მოუწოდებს.