Home დღის ამბები სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო

სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო. აღნიშნულის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს დავადე ვეტო „რუსულ კანონს“, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, ევროპულ სტანდარტებს და ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსნებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 84-მა , წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 30-მა წევრმა.