საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის საბაჟო -გამშვები პუნქტიდან საქართველოს რამდენიმე მოქალაქე , რომელიც ირანში მოგზაურობდა საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს. ინფორმაციას საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ. ამბობენ, რომ საზღვრის გადმოკვეთა მხოლოდ მეუღლემ შეძლო, დედა და შვილები კი აზერბაიჯანში დააბრუნეს.
“საინკუპაციო პერიოდი გასული არ იყო. მართალია არც მაღალი ტემპერატურა არ აღენიშნებოდათ, თუმცა იმის გამო, რომ ისინი ირანში იყვნენ ნამყოფები მათ შევთავაზეთ ინფექციურ საავადმყოფოში გადასვლა, თუმცა დედამ უარი განაცხადა და აზერბაიჯანში დარჩენა ამჯობინა.მისმა მეუღლემ კი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა შეძლო, ვინაიდან ის ირანში ნამყოფი არ იყო და არც ვირუსთან დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა. “- ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების უფროსი, მაკა ხმალაძე.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის კახეთის რეგიონული ცენტრი საგანგებო რეჟიმით მუშაობს.