საგარეჯოს ჰეო-ჰოსპიტალიდან იმ პაციენტების ნაწილი თბილისის და გურჯაანის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, რომლებიც არა კორონავირუსის, არამედ სხვადასხვა დიაგნოზით მკურნალობდნენ. ჩვენი ინფორმაციით, კრლინიკაში არსებული ქირურგიული სივრცე ბოქსირებულ განყოფილებად გადააკეთეს.
შეიტანეს ყველა აუცილებელი ინვენტარი, რათა შესაძლო კორონავირუსის შესაძლო რისკის მქონდე მოქლაქეების მიღება და კლინიკა მზად იყოს.
საგარეჯოსთან ერთად, საკარანტინო ზონად შესაძლოა თელავის რეფერალური საავადმყოფოც გამოცხადდეს. ამ დროის მონაცემებით, კახეთში დაინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ ეტაპზე რეგიონში 7 საკარანტინო სივრცეში 401 მოქალაქეა მოათავსებული.