Home დღის ამბები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში მიწების რეაგისტრაცია დაიწყო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში მიწების რეაგისტრაცია დაიწყო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში მიწების რეაგისტრაცია დაიწყო. ადგილზე უკვე იმყოფებიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები,

რომლებიც მიწის სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში ადგილობრივებისთვის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით აუცილებელ სამუშაოებს ინტესიური რეჟიმით ახორციელებენ. ამჟამად მოსახლეობისთვის მიწების დაკანონება უკვე აქტიურად ხდება როგორც ლამბალოში, ასევე იორმუღალოში. ცნობილია, რომ ეს პროცესი უახლოეს მომავალში სხვა დასახლებებსაც მოიცავს.