საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენიმე შშმ პირს საშუალება მისცა, მონაწილეობა მიეღოთ პროექტში „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“.
პროექტით გათვალისწინებული აქტივობები (ჯომარდობა, მშვილდოსნობა, პეინტბოლი, კულინარიული დუელი), რომელში მონაწილეობისთვისაც გარკვეული საფასური იყო დაწესებული, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითახევში განხორციელდა.