გურჯაანის მუნიციპალიტეტის 7 და საგარეჯოს 3 სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის ჯამში 86 მილიონი ლარი დაიხარჯება. ორივე მუნიციპალიტეტში პროექტებზე მუშაობა დასრულებულია და ტენდერი სავარაუდოდ, ხვალ გამოცხადდება. ცნობილია, რომ გურჯაანში 49 , ხოლო საგარეჯოში 27 მილიონი ლარი გამოიყოფა იმისათვის, რომ სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდებს.
აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების გაუმჯობესების ინიციატოვა გურჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯოს ოლქში ,,ქართული ოცნების” მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ეკუთვნის, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, შესაბამის უწყებეთან კოორდინირებული მუშაობა არის იმის შედეგი, რომ მალე 10 სოფლის ათასობით ოჯახისთვის სასმელი წყლის უწყვეტი მიწოდება მოხდება.
სასმელი წყლის პრობლემა აღარ აწუხებთ წნორში. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში წნორის სათავე ნაგებობა და სატუმბო სადგური მოეწყო. სიხაშვილისა და ასანურის რეზერვუარებში გაკეთდა სატუმბი დანადგარების მონტაჟი და 200 მეტრი სიღრმის ჭაბურღილები. პროექტის ფარგლებში რეზერვუარებისა და წყალსადენის ქსელის სადეზინფექციო სამუშაოებიც განხორციელდა. შედეგად 5 ათას ბენეფიციარზე მეტი 24-საათიანი წყალმომარაგებით რამდენიმე კვირაა სარგებლობს. პროექტის მოცულობა 13 მილიონ ლარზე მეტი იყო, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. ამის პარალელურად დაწყებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტის 13 სოფლის 24 საათიანი სასმელი წყლით უზრონველოყოფსთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები.