დღეიდან დედოფლისწყაროს საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო კალათის დარიგების პირველი ეტაპი დაიწყო.
ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით 11 დასახელების არამალფუჭებად საკვებს, მათ შორის მაკარნოს, წიწიბურას და რძეს 889 აღსაზრდელი საჩუქრად მიიღებს. “სამომხმარებლო კალათების დარიგება დღეს დილიდან აქტიურად დაიწყო. სოფლებში თითოეულ აღსაზრდელს ამ საჩუქარს სახლში ბაღების გაერთიანების თანამშრომლები და მერიის წარმომადგენლების სახლში თავად მიუტანენ. რაც შეეხება ქალაქ დედოფლისწყაროს, აქ 4 ბაღში გადანაწილდება ეს პროდუქცია, სადაც მშობლებს შესაძლებლობა ექნება დისტრაციის დაცვით მათთვის განკუთვნილი სასურსათო კალათა წაიღონ. ” – ამბობს დედოფლისწყაროს მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი. საბავშო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო კალათებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 ათასი ლარი გამოიყო.