Home რეგიონი თელავი საახალწლო მზადებასთან დაკავშირებით, თელავში ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო მზადებასთან დაკავშირებით, თელავში ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება

ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ქალაქის სადღესასწაულო მორთვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეიზღუდება შემდეგ ლოკაციებზე:

25 ნოემბერს, 09:00 საათიდან 19:00 საათამდე, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, (კონკრეტულად, ჭავჭავაძის ქუჩის და ქეთევან წამებულის ქუჩის კვეთიდან- ჩოლოყაშვილის ქუჩის კვეთამდე).

26 ნოემბერს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, სააკაძის ქუჩაზე.

27 ნოემბერს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ნადიკვრის და ბარნოვის ქუჩებზე.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!