Home ბლოგი საარჩვნო ოპერა ანუ ადამიანები დროშებით, შეძახილებით, იმედებით, ოცნებებით…

საარჩვნო ოპერა ანუ ადამიანები დროშებით, შეძახილებით, იმედებით, ოცნებებით…

ადამიანები დროშებით, შეძახილებით, იმედებით, ოცნებებით…. ადამიანები ნდობით და უნდობლობით… ადამიანები არაფრისთვის და მაინც….და მაინც ყველაფრისთვის … ადამიანები სლოგანებით ადამიანებისთვის ან იქნებ საკუთარი თავისთვის..

გადაწყვეტილების დღე…გადაწყვეტილების დღემდე პიარი …. ოჯახის წევრები დიდიან_ პატარიანად ჩაფლულნი პიარში და პერიოდი, რომელიც მცირე ბიზნესად აქცია ადამიანთა იმ ბრბომ ,რომელსაც საკუთარი აზრი და გადაწყვეტილება ვიღაცისტობამ დააკარგვინა. არადა, ვიღაცისტობა ამ დაწყევლილ ქვაკუთხედში, რასაც ძალმომრეობის დიდი სურვილი ასაზრდოვებს , ყველაზე ბანალური არჩევანია.
კანდიდატები გადაწყვეტილებამდე ჟულიეტ გოსლენის სახით და გადაწყვეტილების შემდეგ რეალური ჟულიეტის _ ნატალი დომესკოს სახით რომელიც სასოწარკვეთილი ასრულებს “ელექტრას” იმ იმედით რომ აპლოდისმენტებით დააჯილდოვებენ … თუმცა რეალური ჟულიეტი ერთი უგემოვნო, უსმენო და უხმო ქალია , ეშმაკურად ლამაზი და ამავდროულად ქაჯი. უტვინო და უსარგებლო.
და აი შედეგი …. მაყურებელი აპლოდისმენტებს არ იშურებს … მაყურებელი, რომელიც პირველად არის ოპერაში , ხოლო კრიტიკოსები ხვდებიან რამდენად მდაბიოა გადაწყვეტილება იმღერო მაშინ როდესაც სმენა არ გაქვს ….
დროთა განმავლობაში დასაწყისში მიღებული აპლოდისმენტები გადაიქცევა ადამიანებად დროშებით ხელში… ადამიანებად მოლოდინებით და ოცნებებით …. ადამიანებად შეძახილებით , “ელექტრას” ორიგინალურად შესრულების სურვილით და იმედით , რომ დაიბადება ადამიანი სოფია სიმეონიდისის მსგავსი, რომელიც ისევე უზადოდ შეასრულებს თავის როლს ამ დაწყევლილ ქვაკუთხედში, როგორც დასაწყისში მიღებული აპლოდისმენტები.

ისევ იგივე, ადამიანები დროშებით ხელში… თითქოს არაფერი იცვლება. ვხსნით თეატრის კარს და გვაქვს მოლოდინი კარგი შესრულების. საინტერესოა, რეჟისორის მიერ შერჩეული მსახიობების შესრულება, რომელი უკეთ მოირგებს როლს. თუმცა, როდიდან გვაქვს კრიტიკოსისთვის საჭირო ცოდნა არავინ იცის. ალბათ, ჩვენც რეჟისორის მიერ მოგვენიჭა სტატუსი _ მაყურებელი , რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ აპლოდისმენტების დაკვრის ან და სიჩუმის უფლება აქვს.

ამასობაში სპექტაკლი დასრულდა. ჩვენ ვდუმვვართ… არ არის აპლოდისმენტები! კვლავ ვერ შეძლეს ,,ელექტრას,, იდეალურად შესრულება…

ამომრჩეველი