შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანების უმეტესობას ძილის რეჟიმი დარღვეული აქვს, რაც სერიოზული პრობლემაა.
არასაკმარისი ძილი მოქმედებს გუნება-განწყობაზე, ხელს უწყობს გაღიზიანებას და ზოგჯერ დეპრესიის განვითარებასაც კი.
ძილის დროს სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცესები მიმდინარეობს, რომელთა წყალობითაც ადამიანს დასვენებულს ეღვიძება და თავს ენერგიულად გრძნობს. ძილი დიდ როლს ასრულებს მეხსიერების ჩამოყალიბებაში.
შფოთვითი აშლილობის მკურნალობაში დიდ როლს ასრულებს ძილის ჰიგიენა, რომლისთვისაც არსებობს რამდენიმე რჩევა:
ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაიძინეთ და გაიღვიძეთ;
დღის განმავლობაში ჩათვლიმეთ მცირე ხნით. 3 საათის შემდეგ ჩაძინება არ არის რეკომენდებული;
დღის სინათლე არეგულირებს ძილის რეჟიმს, ამიტომ როდესაც მზე ანათებს, ეცადეთ, სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში გაატაროთ დრო გარეთ;
ივარჯიშეთ რეგულარულად (თუმცა არა ძილის წინ);
მოერიდეთ კოფეინს, ბევრ ჩაის, შოკოლადს, კოლას. თუ პანიკური შეტევები გაქვთ დღის რაციონიდან ამოიღეთ კოფეინი;
მოერიდეთ ალკოჰოლს, ბევრ ჭამას, დაძინებამდე რამდენიმე ხნით ადრე მიიღეთ სითხე;
შეწყვიტეთ თამბაქოს მოხმარება. თუ გიჭირთ თავის დანებება, ეცადეთ, არ მოწიოთ დაძინებამდე 1-2 საათით ადრე