“მიხეილ სააკაშვილი და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” გამოდივართ ინიციატივით, რომ ყურძნის ფასი რქაწითელთან დაკავშირებით უნდა იყოს მინიმალური 2 ლარი – 2 ლარი და 30 თეთრი, ხოლო საფერავის 3 ლარი – 3 ლარი და 50 თეთრი.
რატომ გვინდა ევრო კავშირი? სწორედ ევროკავშირის მხარდაჭერა ქვეყნებისთვის არის ძალიან დიდი, მევენხეობა მეღვინეობის განვითარების მიმართულებით.
ევროკავშირი ყოველ წლიურად მილიარდ 600 მილიონ ევროს გამოყოფს მევენახეობის განვითარებისთვის, რათა განვითრედეს მევენახეობა და მეღვინეობა.
რუმინეთი რომელიც 2007 წელს გახდა ევროკავშირის წევრი, მხოლოდ რუმინეთის მიმართულებით ევროკავშირმა მევენახეობის განვითარებისთვის 400 მილიონი ევრო დახარჯა ბოლო წელს მევენახეობის მიმართულებით. ევროკავშირის მიზანია განავითაროს ადგილობრივი მცირე საოჯახო მარნები, სწორედ 26 ოქტომბრის შემდეგ ყველა თანხა და ინიციატივა რომელიც იქნება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ეს იქნება ევროკავშირის წესების შესაბამისად გამოყოფილი მცირე მარნების განსავითარებლად, რათა გლეხი ამ შემთხვევაში მევენახე არ იყოს დამოკიდებული ქარხანაზე როდის გადმოუგდებს მათ გროშებს, და როდის მიიღებს ის ელემენტარულ შემოსავალს რომელი შემოსავალიც მას წლების განმავლობაში აქვს გაწეული.- განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ბოტკოველმა .