მთავრობამ რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, რქაწითელისა და კახური მწვანეს ფასი 80 თეთრზე ნაკლები არ იქნება.
“შესაბამისი დავალება აქვს მიღებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს. თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში იმ შემთხვევაში თუ ასეთი უკიდურესი აუცილებლობა გახდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში მევენახეებმა უნდა იცოდნენ, რომ მინიმალური ფასი ქართულ ყურძებზე – რქაწითელზე და კახურ მწვანეზე იქნება 80 თეთრი. ეს ის მინიმალური შესაძლებლობაა კრიზისის პირობებში, რაც ჩვენ შეგვიძლია დღეს დახმარების სახით გავუწიოთ ქართველ მევენახეებს”, – განაცხადა პრემიერმა.