Home დღის ამბები კულტურა როჭოს ჩანჩქერი

როჭოს ჩანჩქერი

როჭოს ჩანჩქერი მდებარეობს კახეთის  მხარეში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ლაგოდეხთან ძალიან ახლოს. აქ მოხვედრა შეგიძლიათ როგორც მანქანით, ისე სამარშრუტო ტაქსით.

ჩანჩქერი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ამ მანძილის გავლა ფეხით მოგიწევთ. გზად ჯერ რცხილნარის უნიკალური კორომი გვხვდება (ზ. დ. 400-600 მ.), რაც კავკასიაში საკმაოდ იშვიათობაა, შემდეგ წიფლნარის შერეულ კორომი (რცხილა, იფანი, ცაცხვი, ნეკერჩხალი, თელა, წაბლი და სხვა). თუმცა ბილიკი დამღლელი ნამდვილად არ არის, რადგან გზად შეხვდებით უამრავ საინტერესო მცენარესა თუ ცხოველს. ასევე მოგიწევთ მდინარის გადაკვეთა და სველ ქვებზე სიარული, ამიტომ სასურველია გამოიყენოთ სპორტული, მოქნილი ფეხსაცმელი. ბილიკის ბოლოს კი თქვენს ყურადღებას 6 მეტრიანი ულამაზესი წყალვარდნილი მიიპყრობს, რომელიც მწვანე კლდეებს შორის მოწყვეტით ეშვება და მზიან ამინდში ცისარტყელითაც გვანებივრებს