მსოფლიოში ათასობით განსხვავებულ ენა არსებობს. მათ შორის არის სასწავლებლად განსაკუთრებით რთული ენები. გამოცემა The culture trip წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 ყველაზე რთულ ენას, რომელთა შორისაც ქართული მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული ენები რთული სასწავლი განსაკუთრებით ინგლისურენოვანი მოსახლეობისთვისაა.
იაპონური – იაპონურ ენაზე სავარაუდოდ 127 მილიონ კაცზე მეტი საუბრობს. იგი ინგლისურენოვანებისთვის სასწავლად ყველაზე რთული ენაა. ეს არამარტო გრამატიკულ სირთულეს, არამედ კულტურულ განსხვავებასაც ითვალისწინებს. იაპონური სადამწერლებო სისტემა ჩინურ იეროგლიფებს იყენებს, დამატებულია ორი განსხვავებული მარცვალი. გრამატიკა კი ძალიან ჰგავს კორეულს, თუმცა ლექსიკაში მსგავსება საერთოდ არ აქვთ. იაპონელები ტრადიციულად ვერტიკალურად ზემოდან ქვემოთ წერენ, მაგრამ ასევე ჰორიზონტალურად – მარცხნიდან მარჯვნივ.
კორეული- კორეულად მსოფლიოში 80 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს. ლინგვისტები კორეულს იზოლირებულ ენადაც მოიხსენიებენ, რადგან იგი არც ერთ ენათა ჯგუფს არ მიეკუთვნება. თუმცა ყველაზე ახლოს იპონურთან ერთად ალთაურ ენათა ოჯახთანაა. რაც შეეხება ლექსიკას, ის არც ერთი ენის მსგავსი არაა, დამწერლობა კი ანბანისა და იეროგლიფებისგან შედგება.
არაბული – დაახლოებით 206 მილიონი ადამიანისთვის არაბული მშობლიური ენაა, ხოლო 246 მილიონი მეორე ან მესამე ენად მიიჩნევს. არაბული ენა მსოფლიო ენად საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. ენის შესწავლისას ყველაზე მარტივი ნაწილი დამწერლობაა, ანბანი 28 ასოსგან შედგება და მარჯვნიდან მარცხნივ იწერება. ასოების დიდ ნაწილს ოთხი სხვადასხვა სახე აქვს იმისდა მიხედვით, თუ რა ადგილი უჭირავს ასოს სიტყვაში. არაბულ ენაში ხმოვნები არ არის. მათ ნაცვლად გამოიყენება დიაკრიტიკული ნიშნები. გადაბმული წერა აუცილებელი მოთხოვნაა. ზოგიერთი არაბული დიალექტი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.
პოლონური – მსოფლიოში პოლონურად 40 მილიონი ადამიანი საუბრობს. იგი დასავლეთ სლავური ენების ჩრდილოურ ჯგუფს მიეკუთვნება. პოლონური ენის შესწავლისას უცხოელისთვის პირველ სირთულეს ჯერ კიდევ ორთოგრაფიისა და გამოთქმის სწავლებისას შეხვდება. მეორე სირთულე მისი გრამატიკაა, პოლონელებს 7 გრამატიკული სქესი აქვთ. რიცხვით სახელს 17 ფორმა აქვს.
ქართული – როგორც გამოცემა წერს სამხრეთ კავკასიურ ამ ენაზე 4.3 მილიონი ადამიანი საუბრობს. კავკასიაში მდებარე Georgia ქართულად Sakartvelo-ა და იწერება, როგორც „საქართველო“. ქართულის შესწავლისას პირველ რიგში ელფური დამწერლობის მსგავსი ანბანის სწავლა მოგიწევთ, ხოლო „გართობა“ შემდეგ იწყება. ქართული ენა არ მოგვაგონებს არც ერთ სხვა ენას. ქართველები იყენებენ ბევრ ისეთ ასოს, რომელიც თითქოს თან ერთმანეთს ჰგავს (მაგალითად p და ‘p, რომელიც იწერება “ფ“ და „პ“), მაგრამ განსხვავებულად ჟღერს.
მანდარინი – მანდარინი ანუ ჩინური ენა მსოფლიოში მოსახლეობის მხრივ ყველაზე დიდი ქვეყნის ოფიციალური ენაა. ვიეტნამური ენის მსგავსად ზმნებს ყველა დრო არ აქვს. ჩინურ ენაში მნიშვნელობა ენიჭება ბგერის ტონს, ორი სხვადასხვა ტონით ნათქვამი ერთი და იგივე სიტყვას სხვადასხვა მნისვნელობა აქვს. წერითი სისტემა კი თავისი სირთულებიით ყველასთვის ცნობილია. ანბანის ნაცვლად ჩინური დამწერლობა სიმბოლოებს იყენებს. ერთი სიმბოლო შეიძლება მთელ სიტყვას ნიშნავდეს.
უნგრული – ევროპული ენების უმეტესობა ერთი ენიდან არის ჩამოყალიბებული, თუმცა ამ კატეგორიას უნგრული არ მიეკუთვნება. უნგრულზე 12 მილიონი ადამიანი საუბრობს. საკმაოდ რთული გრამატიკა აქვს და ხშირად უნგრულში მთელი წინადადება ერთ სიტყვაშია შერწყმული.
ტაილანდური – ამ ენაზე 20 მილიონი ადამიანი საურბობს. იგი ტაი-კადაის ენობრივ ოჯახს მიეკუთვნება. ტაილანდური ენის ანბანი საშუალოზე რთულია და მოიცავს 44 თანხმოვანს, 15 ხმოვანს და 4 მახვილს. თუ ტაილანდურის შესწავლას შეძლებთ, ლაოსურსაც გაიგებთ.
მონღოლური – მონღოლურად 6 მილიონამდე ეთნიკური მონღოლი საუბრობს. მათი ანბანი კი ზემოდან ქვემოთ იწერება. მონღოლურს ხმოვანთა ჰარმონია ახასიათებს.
ფინური – იგი უნგრულის მსგავსია, თუმცა სამით ნაკლები 15 გარემოება აქვს. ფინურში ერთი ასო და ასოთა შენთანხმება განსხვავებული ჟღერადობისაა და მნიშვნელობაც განსხვავებული აქვს. ამ ენაზე დაყრდნობით ჯონ რონალდ რუელ ტოლკინმა ელფური ენა შექმნა.