Home მსოფლიო რომელია მსოფლიოში მოდის 10 ყველაზე მდიდარი ბრენდი – 2023 წლის რეიტინგი

რომელია მსოფლიოში მოდის 10 ყველაზე მდიდარი ბრენდი – 2023 წლის რეიტინგი

ტანსაცმლის ბაზარი შეერთებულ შტატებში მსოფლიოში ყველაზე დიდ საბაზრო წილს იკავებს. ის შეადგენს გლობალური ვაჭრობის 28%-ს, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 331 მილიარდი დოლარის ექვივალენტია. ამის გამო, ინდუსტრიის წარმომადენლები დიდ ქვეყნებში პოზიციონირებისთვის იბრძვიან, რომელი კომპანიაც გაიმარჯვებს და მეტი პროდუქტის რეალიზებას შეძლებს, მოგებაც მეტია.

წარმოგიდენთ ტანსაცმლისა და მოდის ყველაზე მდიდარ ბრენდებს მსოფლიოში. სწორედ ეს კომპანიები ასევე ფლობენ უდიდეს წილს ბაზარზე.

Levi Strauss & Co.- 4,67 მილიარდი დოლარი

Levi Strauss & Co. აშშ-ში ტანსაცმლის ყველაზე ღირებულ ბრენდებს შორის მოიაზრება. ის ყველაზე ცნობილია ჯინსების – LEVI’s გამო.

კომპანია გერმანელ-ებრაელმა ემიგრანტმა ლევი სტრაუსმა 1853 წლის მაისში დააარსა. იგი საცხოვრებლად გადავიდა სან-ფრანცისკოში, რათა სავაჭროდ გამოეყენებინა დასავლეთ სანაპიროს ფილიალი.

დღეს Levi Strauss & Co ყველამ იცის, ხოლო LEVI’s ბრენდის ჯინსი, ყველა ოჯახში აუცილებლად მოიძებნება. ეს არის კომპანია, რომელმაც დროს გაუძლო.

Lululemon – 6,5 მილიარდი დოლარი

Lululemon არის ცნობილი ბრენდი მათი იოგასა და სპორტული კოსტიუმებისთვის. კომპანია 1998 წელს ჩიპ უილსონის მიერ, ვანკუვერში დაარსდა.

კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ტანსაცმლის ბრენდია, დაახლოებით 39,8 მილიარდი დოლარის ღირებულებით.

Lululemon -მა მხოლოდ 2021 წელს 5,85 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო და როგორც ჩანს, ეს არ შემცირდება.

Phillips-Van Heusen Corporation – 6,04 მილიარდი დოლარი

Phillips-Van Heusen Corporation -ს ახლა PVH Corp ეწოდება და არის ტანსაცმლის ხაზი, რომელიც ფლობს გამოჩენილ ბრენდებს, როგორიცაა Calvin Klein, Warner’s, Tommy Hilfiger, Olga და True & Co.

კომპანია ენდელ ფილიპსმა და მოზეს ფილიპსმა 1881 წელს დააარსეს. კომპანიამ მხოლოდ 2021 წელს 952 მილიონი დოლარის წმინდა შემოსავალი.

PVH Corp იყო პირველი, ვინც 1919 წელს წარმოადგინა გადაკეცილი საყელო და ახლა ფართოდ არის ცნობილი მაღალი პროფილის სარეკლამო კამპანიებით, რომელშიც მონაწილეობენ ცნობილი სახეები, როგორიცაა დევიდ ბექჰემი.

Estée Lauder – 9,71 მილიარდი დოლარი

Estée Lauder Companies Inc. არის ამერიკული კოსმეტიკური კომპანია, რომელიც მაკიაჟის, კანის მოვლის, სუნამოების და თმის მოვლის საშუალებებს აწარმოებს. ეს არის მსოფლიოში სიდიდით მეორე კოსმეტიკური კომპანია L’Oréal-ის შემდეგ.

კომპანია ფლობს ბრენდების მრავალფეროვან პორტფელს, მათ შორის: La Mer, Jo Malone London, Clinique და Tom Ford Beauty.

Richemont – 11,83 მილიარდი დოლარი

Richemont 1988 წელს, იოჰან რუპერტის და ანტონ რუპერტის მიერ დაარსდა. კომპანია აწარმოებს და ყიდის სამკაულებს, ტანსაცმელს, ტყავის ნაწარმს და ძვირად ღირებულ საათებს. შვეიცარიულმა კომპანიამ წლების განმავლობაში შეიძინა მრავალი გამოჩენილი და მდიდრული მოდის ბრენდი, მათ შორის Baume & Mercier, Jaeger-LeCoultre, Montblanc, Piaget და IWC.

Dior – 11,91 მილიარდი დოლარი

Dior დააარსა კრისტიან ერნესტ დიორმა 1946 წელს, თუმცა ბრენდმა თავისი პირველი კოლექცია 1947 წელს გამოუშვა. Dior ცნობილია თავისი სურნელოვანი სუნამოებით, ლამაზი კოსმეტიკური საშუალებებით, ასევე ძვირად ღირებული სამკაულებითა და ჩანთებით.

Gap – 15,65 მილიარდი დოლარი

Gap Inc. დორის ფ. ფიშერმა და დონალდ ფიშერმა 1969 წელს, სან-ფრანცისკოში დააარსეს. კომპანიის სათაო ოფისი სან-ფრანცისკოში დღესაც მდებარეობს და ამჟამად ოპერირებს ოთხი ბრენდის სახით:: Banana Republic, Old Navy, Gap და Athleta.

ბრენდი დღეს ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ბრენდად ითვლება.

Kering – 15,70 მილიარდი დოლარი

Kering არის მრავალეროვნული კორპორაცია, რომელიც ფრანსუა პინოს მიერ 1963 წელს დაარსდა. კომპანია ფლობს ბრენდებს; Gucci, Balenciaga, Bottega Veneta, Yves Saint Laurent და Alexander McQueen.

H&M – 18,82 მილიარდი დოლარი

H&M არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც გათვლილია საშუალო კლასზე. მრავალეროვნული კომპანია ერლინგ პერსონის მიერ, 1947 წელს, შვედეთში დაარსდა.

LVMH – 37,14 მილიარდი დოლარი

გასაკვირი არ არის, რომ LVMH სიაში ლიდერობს, რადგან კომპანია ფართოდ არის ცნობილი და აქვთ შედარებით ძვირი ფასები. კომპანია დაარსდა ორი მოდის სახლის Louis Vuitton-ისა და Moët Hennessy-ის შერწყმის შედეგად 1987 წელს. კომპანია მსოფლიოში უმსხვილესი ლუქს კლასის პროდუქციის მწარმოებელია.