ტურისტულმა პორტალმა, Planet Cruise-მა მსოფლიოს 10 საუკეთესო საშობაო ბაზრობის რეიტინგი გამოაქვეყნა. ინფორმაციას „ევროპუსლი“ ავრცელებს.
ტოპ 10-ეულში ევროპიდან ექვსი საშობაო ბაზრობა მოხვდა. 2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო საშობაო ბაზრობად ნიუ-იორკის Bryant Park Winter Village დასახელდა, ხოლო საუკეთესო ევროპულ საახალწლო ბაზრობად ლონდონის „ზამთრის საოცრებათა ქვეყანა“ აღიარეს. ათეულში, ასევე, გერმანიისა და პოლონეთის ბაზრობები შევიდნენ.
მსოფლიოს საშობაო ბაზრობების ტოპ 10-ეული ასეთია:
Bryant Park Winter Village (ნიუ-იორკი, აშშ)
ჰაიდ პარკის „ზამთრის საოცრებათა ქვეყანა“ (ლონდონი, ინგლისი)
ტორონტოს საშობაო ბაზრობა (კანადა)
Spruce Meadows Christmas Market (კალიფორნია, აშშ)
იორკის საშობაო ბაზრობა (ინგლისი)
საახალწლო ბაზრობა Union Square-ზე (ნიუ-იორკში, აშშ)
საშობაო ბაზრობა ფრანკფურტში (გერმანია)
საშობაო ბაზრობა დრეზდენში (გერმანია)
ვროცლავის საშობაო ბაზრობა (პოლონეთი)
კრაკოვის საშობაო ბაზრობა (პოლონეთი)
საშობაო ბაზრობების გამართვის ტრადიცია ფრანკფურტში, 1393 წელს დაიწყო. რემერბერგის მოედანზე ყოველწლიურად თეატრალური წარმოდგენები იდგმება და ტრადიციულ კერძებს ჰყიდიან. საშობაო ბაზრობაზე, ასევე, შოუპროგრამა იმართება.