შვეიცარული ბანკი Julius Baer-ი, ყოველწლიურად იმ ქალაქებს ითვლის, რომლებიც ყველაზე ძვირად ღირებულია იმ ადამიანებისთვისაც კი, ვისაც შემოსავალი საკმაოდ მაღალი აქვს.
2022 წლის გლობალური სიმდიდრისა და ცხოვრების წესის ანგარიშის შედგენისას, Julius Baer-მა დაითვალა, თუ რა ღირს კონკრეტულად ლუქს-კლასის პროდუქცია, მომსახურების კალათა და როგორ აისახება ეს ხარჯი იმ ადამიანებზე, რომელთა შემოსავალი მილიონი აშშ დოლარი და კიდევ უფრო მეტია. კერძოდ, კომპანიამ დაითვალა სხვადასხვა ქვეყანაში უძრავი ქონების, BMW X7 ავტომობილის, Christian Dior-ის ჩანთის, სამკაულების, ქალის ფეხსაცმლის, მამაკაცის პიჯაკებისა და საათების, MacBooks-ის, ვისკის, ღვინოს, ველოსიპედებისა და სავარჯიშო ტექნიკის ღირებულება. ასევე: ბიზნეს-კლასის საჰაერო მოგზაურობის ფასი, სასტუმრო ნომრების, საუკეთესო რესტორანში ვახშმის, სამედიცინო დაზღვევის, იურიდიული მომსახურების საფასურის, ბავშვებისთვის MBA განათლების და მხედველობის ლაზერული კორექციის ფასი.
კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ შანხაი უკვე მეორე წელია ძვირი ქალაქის სტატუსს არ თმობს, მას ლონდონი მოსდევს, ხოლო ხუთეულში შედის ტაიპეი, ჰონკონგი და სინგაპური. მათ მოსდევს, მონაკო, ციურიხი, ტოკიო, სიდნეი და პარიზი.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ ინფლაციის ფონზე, მილიარდერებს, ერთი წლის განმავლობაში საქონლისა და მომსახურების მთლიანი ღირებულება 7,5%-ით გაეზარდათ. ასევე წლის განმავლობაში, ყველზე მეტად, ანუ 41%-ით ლეპტოპები და სმარტფონები გაძვირდა. ადვოკატთა მომსახურების ღირებულებამ 33%-ით მოიმატა, ხოლო ველოსიპედების – 33%-ით. ქალის ფეხსაცმელი წელიწადში მხოლოდ 3,6%-ით გაძვირდა, ჩანთები – 1,8%-ით. ამასთან, ღვინის ფასი 26%-ით დაეცა, სამედიცინო დაზღვევა 24%-ით, პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლისას კი – 12%-ით.
გარდა ამისა, გამოკითხვა ოპტიმისტურ პოსტპანდემიურ სურათს ასახავს და იკვეთება, რომ მდიდრები ისევ ჩვეულებრივ ხარჯავენ ფულს, როგორც ამას პანდემიამდე აკეთებდნენ.